როგორ გავაკეთოთ ვებ გვერდის ინტერნეტ მარკეტინგი? რჩევების კრებული.

მცირედი შესავალი
დღეს ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული იარაღია, რომელიც ნებისმიერ კომპანიას თუ ინდივიდს, მათ შორის თქვენც, შეუძლია გამოიყენოს მარკეტინგულ ბრძოლაში თავისი პროდუქტის მხარდაჭერისათვის.
ინტერნეტის საშუალებით შედარებით ადვილად შეიძლება კლიენტებთან ურთიერთკავშირი, ახალი კლიენტების მოზიდვა, საზოგადოებასთან ურთიერთობების წარმოება, კვლევების ჩატარება, მონაცემებისა და ინფორმაციის მოპოვება, ექსპერტული რჩევების მიღება და მრავალი სხვა, რასაც მე პრაქტიკულად ვიყენებ.  მარკეტინგი მიზნად ისახავს გაყიდოს კონკრეტული პროდუქტი. ინტერნეტ-მარკეტინგი ლოგიკურად იმავე მიზანს ემსახურება, თუმცა ქართულ პირობებში რეალურად მისი მიზანი შეიძლება იყოს საიტზე რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის მოზიდვა. კონკრეტული სარგებელი? ამაზე დაუსრულებლად კამათი შეიძლება, მაგრამ ამ სტატიას კონკრეტული მიზანი აქვს: წარმოვადგინოთ ქართულ ინტერნეტში ვებ გვერდის მარკეტინგის რამოდენიმე მეთოდი.

ეხლა კი საქმე…
რა შესაძლებლობები შეიძლება გამოიყენო დღეს საქართველოს პირობებში:
1. საძიებო დირექტორიებში ვებ გვერდის დაფიქსირება. www.geres.ge, www.wish.ge, www.internet.ge  www.holmes.ge  www.saitebi.ge-ში დარეგისტრირება არის ის მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ.  საერთოდ რაც მეტ ასეთ დირექტორიებში დარეგისტრირდებით, მით მეტია შანსია რომ მოგძებნონ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ამ ხუთის მიღმა წასვლა არ ანაზღაურებს დახარჯულ შრომას. კი, შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენი საიტი რამოდენიმე სისტემაში, რომელიც ავტომატურად დაარეგისტრირებს მას სხვადასხვა საძიებო მექანიზმებში, მაგრამ რეალურ შედეგს ეს ალბათ ნაკლებად მოგიტანთ.

2. სადისკუსიო ფორუმებში მონაწილეობა. ბოლო ხანებში საკმაოდ მომრავლდა ქართული ფორუმები, როგორც ზოგადი ხასიათის ასევე პროფესიული. მაგალითდ: www.forum.ge, www.sapikhvno.org, www.conference.ge.   ფორუმებში თქვენი საიტის მარკეტინგის რამოდენიმე შესაძლებლობას გამოვყოფდი: 1. თქვენ პერიოდულად მონაწილეობთ განხილვებში და ამ გზით გიცნობენ, 2. ხელმოწერაში შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი ვებ გვერდი და მსურველს შეუძლია მასზე დაწკაპუნებით თქვენს ვებ გვერდზე მოხვდეს. აქვე ხანდახან შესაძლებელია მნიშვნელოვანი რჩევების მიღება თქვენი ვებ გვერდის მარკეტინგის მიმართულებით. თუ ფორუმს აქვს თავისი საბანერო სისტემა მთლად უკეთესი, მაგრამ ამაზე ცალკე ვისაუბრებთ.

3. რეიტინგებში მონაწილეობა, მრიცხველის დაყენება. თქვენი საიტის ვიზიტორთა დასათვლელად აუცილებლად გჭირდებათ მრიცხველი. ქართულ რეალობაში დღეს მოქმედი მრიცხველებია:  www.top.ge.  www.top.boom.ge. www.wish.ge.  მრიცხველების არჩევანი საიტის მეპატრონეზეა, მაგრამ პირადად მე ჩემს საიტებზე დაყენებული მაქვს ქართული www.top.ge,  top.boom.ge, და რუსული www.liveinternet.ru.  მნიშვნელოვანია ერთი: ძალიან ხშირად საიტზე აყენებენ რამოდენიმე მრიცხველს თითქოსდა ამ გზით მეტი სტუმრის მოზიდვის მიზნით. ამ მეთოდის ეფექტი გარწმუნებთ რომ უმნიშვნელოა.

4. ლინკების ან ბანერების ურთიერთგაცვლა საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს. არსებობს ფასიანი და უფასო სისტემები. გამომდინარე საიტის შინაარსიდან შეგიძლიათ აარჩიოთ სხვა საიტები, რომლებთანაც ითანამშრომლებთ. მაგალითად მე ვცდილობ რომ ლინკების გაცვლა გავაკეთო ისეთ საიტებთან, რომლებიც თითქმის იგივე თემას მისდევენ რასაც მე. გასართობი შინაარსის საიტის მეპატრონემ ყურადღება უნდა უფრო მიაქციოს იგივე ან მსგავსი შინაარსის მქონე საიტს და შეთანხმდეს მასთან ლინკის ან და ბანერის გაცვლაზე.
5. საბანერო ქსელები. არის რამოდენიმე საბანერო ქსელი, ფასიანიც და უფასოც, სპეციალიზირებულიც და ზოგადი ხასიათის. ყველაზე ძველი და გავრცელებული მათ შორის არის www.bannerdots.com. ამ ქსელში გაწევრიანება და ბანერების ჩვენება უფასოა, მაგრამ შესაძლებელია იყიდო ჩვენებები დამატებითი თანხის გადახდით.  სანეტს ასევე აქვს თავისი საბანერო ქსელი და აკეთებს ფასიან მომსახურებასაც.  ცალკე საბანერო ქსელები აქვთ ფორუმებს: http://forum.ge და www.conference.ge. არის კიდევ www.top.ge–ს უფასო საბანერო ქსელი, სადაც ასევე შეთანხმებით შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი ჩვენებები. მოკლედ არჩევანი თქვენზეა, მაგრამ უნდა აარჩიოთ თქვენს მიზნებს რა უფრო გამოადგება თქვენივე ბიუჯეტის ფარგლებში.
6. პირდაპირი მარკეტინგი – მაილ ლისტები. ძალიან ეფექტური მეთოდია თუ თქვენს საიტს ექნება საკუთარი მეილ ლისტი. საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გააგზავნოთ მეილ ლისტის წევრებთან ინფორმაცია ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
7. რაიმე მოვლენების საინფორმაციო მხარდაჭერა. მეტად ეფექტურია სასურველ აუდიტორიაში რეკლამირებისათვის. თქვენს სფეროში აქტოვობა თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. მე მაგალითად მზად ვარ საინფორმაციო მხარდაჭერა გავუკეთო საიმფორმაციო ტექნოლოგიების მხრივ მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ჩემი ვებ გვერდების საშუალებით.

8. სხვადასხვა მარკეტინგული ქსელები. თუ თქვენი მიზანი არის რეალური ვიზიტორის მიღება, ეს შესაძლებელი არის ზემოთჩამოთვლილი მეთოდებით.

P.S
ვებ გვერდის მარკეტინგი არც ისე ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ საქმეს სპეციალური ცოდნა სჭირდება.
ვფიქრობ ჩემი დაკვირვებები გამოგადგათ. თუ შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მომმართოთ კომენტარების მეშეობით ან მაილზე:  admin@geobaza.net

About The Author

Mr.Mamuka

Fuck Google ask me

Related posts

2 Comments

  1. Gela Phirtskhelava

    მოგესალმები ბატონო ადმინ,
    დღეს შევქმენი საიტი ამ საიტის მეშვეობით და მადლობას გიხდით ასეთი სასარგებლო საიტის შექმნისთვის, რაც შეეხება ჩემს საიტს: http://www.colchis.ucoz.org -ს ეს ახალი დაბადებულია :) და მინდა გაიცნოს ყველამ და მეტი მომხმარებელმა ისარგებლოს ამით და როგორ უნდა ვქნა ეგ? შეგიძლიათ დამეხმაროთ?

Leave a Reply