YouLook.ge ჰოსტინგი - 60% ფასდაკლება

როგორ გავოგოთ საიტის IP მისამართი და ჰოსტ პროვაიდერი


მოგესალმებით. მოდით ეხლა განვიხილოთ არანაკლებ საინტერესო თემა, გაინტერესებს რომელიმე საიტის ip მისამართი? ან რომელ ჰოსტ პროვაიდერს (hosting) იყენებს ესა თუ ის საიტი. მაშინ ეს სტატია შენთვისაა. 

იმისათვის რომ გავიგოთ თუ რომელ ჰოსტინგ პროვაიდერს იყენებს საიტი და რომელ ip მისამართს, ამისათვის საჭიროა გქონდეთ კომპიუტერი, და ამ შემთხვევაში ოპერაციული სისტემა windows,

დავიწყოთ: 

პირველ რიგში უნდა გავხსნათ  CMD.

windows XP-შემთხვევაში:

ვხსნით start-ს და ვაჭერთ ბრძანება Run-ს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოსულ ფანჯარაში ვწერთ Cmd და ვაჭერთ Enter-ს.:

 

 

 

 

 

 

windows 7 -ის შემთხვევაში:

ვხსნით start-ს და ძებნაში ვწერთ cmd და ვხსნით.

 

 

ამის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ვწერთ tracert www.საიტი.net,    ჩვენს შემთხვევაში გამოვა ესე:
tracert www.itmania.ge  

შემდეგ ვაჭერთ  Enter-ს და ველოდებით რამდენიმე წამი:

გამოაქვს შედეგიც:

მე მივიღე ესეთი რეზულტატი:

www.itmania.ge
IP: 91.212.213.11
ჰოსტ პროვაიდერი:  serv.ge

ესეც ასე გავიგეთ რაც გვაინტერესებდა მისია დასრულებულია ჩემიც და თქვენიც.  იმედი მაქვს გაუგებრად არაფერი დამიწერია, გმადლობთ რომ ხართ ITMania-ს მომხმარებლები.

_____________________________________________________________







კითხვებით მოგვმართეთ ფორუმზე, კომენტარებში კითხვები არ მიიღება!


top.geovirt.com www.wsa.ge