YouLook.ge ჰოსტინგი - 60% ფასდაკლება

როგორ მუშაობს ე.წ პაროლის გამტეხი პროგრამები


password attackგამარჯობა, ეს ჩემი პირველი პოსტია ამ საიტიზე და იმედია მოგეწონებათ. როგორც მახსოვს ამ საიტზე იდო სტატია თუ როგორ გავტეხოთ .Rar ფაილების პაროლები, თუმცა არის სხვა პროგრამებიც სხვა ფორმატის ფაილების პაროლების გასატეხად, მაგალითად Appnimi PDF Unlocker .PDF ფაილების პაროლების გასატეხად, დღეს კი მე პაროლის გატეხვის მეთოდოლოგიაზე მოგითხრობთ.

 

Dictionary Attack – ეს ძალიან პოპულარული ფორმაა პაროლის გატეხვისთვის და აქვს რამდენიმე მეთოდიკა.

1. ის ეძებს სიმბოლოებს ფაილში და შემდეგ ამ სიმბოლოებს ცდის პაროლად.

2. აქვს ასე ვთქვათ “სიმბოლოების ბაზა”, ამ სიმბოლოებს ცდის როგორც პაროლად.

 

 Brute Force Attack - ამ შეტევის მოქმედება შემდეგნაირია,

ის ცდის ყველანაირ სიმბოლოს რაც კლავიატურაზეა,მაგალითად QWERTY, WERTQT და ასე შემდეგ, მაგრამ გაითვალისწინეთ რაც უფრო მეტი რიცხვი, სიმბოლო და პატარა და დიდი ასოები იქნება თქვენ პაროლში, მით უფრო გვიან გატეხს შემტევი პაროლს, მაგალითად ამ საიტზე არის გრაფა - http://www.lockdown.co.uk/?pg=combi სადაც მოცემულია სხვადასხვა სიძლიერის კომპიუტერების სხვადასხვა სირთულის პაროლის გატეხვის დრო, მაგალითად Class D არის ექვივალენტი ორბირთვიანი კომპიუტერისა, Class E არის ექვივალენტი  4 და მეტ ბირთვიან კომპიუტერის ან რამოდენიმე კომპიტერის ერთად, რომლებიც ერთად ტეხენ პაროლი. აქ მოყვანილი დროები Class D-ს მიხედვითაა რადგანაც ორბირთვიანი კომპიუტერები ყველაზე ხშირია საქართველოში) : თუ თქვენი პაროლი შეიცავს 7 ციფრამდე/ჩათვლით მაშინ იმწამსვე გატყდება თქვენი პაროლი, თუ 8 ციფრს მაშინ 10 წამში ხოლო 9 ციფრზე ეს მაჩვენებელი წუთ ნახევარია! 9 ციფრში კომბინაციების მაქსიმალური რა ოდენობა 1000 მილიონია! ეხლა ავიღოთ სიმბოლოიანი, დიდ და პატარა ასოიანი პაროლი და ამას დავუმატოთ რიცხვები, თუ ასეთი პაროლი 8 სიმბოლოსგან შედგება თქვენი პაროლი მთელ 23 წელში გატყდება! ხოლო Class F ამ საქმეს 9 დღეში მოაგვარებს ( Class F სუპერკომპიუტერებია) ხოლო შესაძლო კომბინაციები 7.2 კუატრილიონია!

ამ სტატიის მიზანი იყო არამარტო ის რომ თქვენთვის მესწავლებინა პაროლის გატეხვის მეთოდოლოგიები, არამედ ისიც, თუ როგორ ყოფილიყავით უფრო დაცულები. ასე რომ ნუ დაგეზარებათ შეადგინეთ პაროლი რაიმე რთული, ბევრი სიმბოლოსგან, მაგალითად მშვენიერი პაროლი იქნებოდა Xj2=&2%v თან რაც უფრო გრძელია თქვენი პაროლი თქვენც უფრო დაცული ხართ!

მადლობთ ყურადრებისთვის!
ავტორი:  ზვიად მიქაძე   -   zV1 (C)

 







კითხვებით მოგვმართეთ ფორუმზე, კომენტარებში კითხვები არ მიიღება!



8 კომენტარი

  1. mamuka mamuka ამბობს:

    კარგი ინფორმაციაა, მადლობა ავტორს !!!

  2. deadmau5 ამბობს:

    და ამ თემასთან დაკავშირებით … პაროლების გატეხის პროგრამაც რომ დადოთ არ შეგიძლიათ? :)

  3. mamuka mamuka ამბობს:

    ავტორს ვულოცავ, ეს პოსტი ჯერჯერობით პირველ ადგილზეა :)

  4. manchestera ამბობს:

    zalian kargia avtor, me vwuwunebdi ramxela paroli maqs metqi arada ufro daculi vyofilvar ,, tviton gatexvi programas u ddebt zalian magai iqneba,,

  5. SINDROM ამბობს:

    informacia martlac kargia avtor , magram dgesdgeobit saitebze aris romdenime cdashi ro iblokeba eqaunti , am problemas es progi moxsnis ? ar damitestavs jer

დატოვეთ კომენტარი

თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია რათა დატოვოთ კომენტარი.


top.geovirt.com www.wsa.ge