YouLook.ge ჰოსტინგი - 60% ფასდაკლება

რეალური IP-მისამართის დამალვა


Poster Deleted
გახშირდა სიტუაცია როდესაც ბოროტმოქმედები თქვენი რეალური IP მისამართის გაგების შემდეგ ცდილობენ თქვენს კომპიუტერში შემოიჭრან..
ამისათვის ბოროტმოქმედმა უნდა იცოდეს თქვენი IP-მისამართი და თქვენი ოპერაციული სისტემის ვერსია, თუმცა ეს ბოლო საჭირო არ არის საკმარისია IP -მისამართი დანარჩენს პროგრამები თვითონ აკეთებენ. ამდაგვარად გვრჩება ჩვენს ხელთ მხოლოდ საშინელი IP მისამართი, რომელიც დასამალია სხვისი თვალისგან. დღეს შევეცდები დაგეხმაროთ და დაგამალინოთ თქვენი რეალური IP მისამართი ქსელში. აქ რაიმე ფაირვოლის დაყენების შესახებ საუბარი არ იქნება. საქმე ეხება სოკ პროქსი სერვერებს, იმის გამო, რომ თვით ტექნოლოგია სოკ-სერვერი არ ითვალისწინებს მომხმარებლისთვის IP-მისამართის გადაცემას ეს ყველაზე ხელსაყრელი და დაცული სისტემაა. ახლა მოდით ამ საქმისთვის ამოვირჩიოთ პროგრამა, მე ისევ გირჩევდით პროგრამას SocksCap. ინსტალაციის პროცესი საკმაოდ მარტივია და ამიტომ აღწერა არ იქნება პროგრამა უფასოდ ვრცელდება, უბრალოდ მისი ჩამოტვირთვის წინ უნდა შეავსოთ გარკვეული ბლანკი, ჩაწერეთ რაც გსურთ, გინდ გამოგონილი მონაცემები გინდ რეალური . პრობლემა არცერთი არ არის. მე ვამჯობინე არარეალურის ჩაწერა. მას ასე მივიღეთ დაყენებული პროგრამა.

პირველივე გაშვებისას გამოდის ლიცენზიური თანხმობა, ვეთანხმებით.

შემდეგ გვაფრთხილებენ, რომ პროგრამა მხოლოდ 132 დღე იმუშავებს, ჩვენ მეტი არც გვინდა!

პირველი ორი ფანჯრის შემდეგ გამოდის შემოთავაზება რედაქტირება გაუკეთოთ პროგრამას. ეს კი უკვე საჭირო პუნქტია.

მინდორში SOCKS Server იწერება სერვერის IP-მისამართი, რომელიც პროქსი სერვერის ფუნქციებს შეასრულებს. მინდორში Port ეთითება შესაბამისი პორტი, რომელთანაც მიერთდება პროგრამა SocksCap. სტანდარტულად ეს არის 1080-ე პორტი, მაგრამ არის არასტანდარტული პორტებიც. პროქსი სერვერების სია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: http://www.samair.ru/proxy/socks.htm . ამის შემდეგ უნდა მიუთითოს პროტოკოლის ვერსია. არის ძირითადი ორი ვერსია: 4 და 5. თუ ამოირჩიეთ მე-4 ვერსია, მაშინ მინდორში SOCKS User ID შეგიძლიათ მიუთითოთ რაც გსურთ.
მეხუთე ვერსიაში უკვე საჭიროა ავტორიზაცია. მაგრამ სავალდებულო არაა. თუ მაინც ამოირჩიეთ მაშინ გადაერთეთ Supported Authentication-ზე (Username/Pass-word) და შეიყვანეთ სახელი და პაროლი, რომელიც სერვერზე გამოიყენება. მინდორში Name Resolution მიუთითეთ Resolve all names locally. ახლა კი Apply და OK. პროგრამა მზადაა.
ახლა იმისათვის, რომ გაუშვათ რაიმე პროგრამა შესაბამისი სოკს-პროქსით საჭიროა SocksCap-ში ამოირჩიოთ File -> New. მინდორში Profile Name მიუთითეთ Internet Explorer, მინდორში Command Line miuTiTeT პროგრამა, რომელიც გამოიძახება, მინდორი Working Directory ავტომატურად ივსება. ახლა OK. იმისათვის, რომ პროგრამა გაუშვათ ამოირჩიეთ File -> Run Socksfied!. ახლა პროგრამა Internet Explorer იმუშავებს სოკს-სერვერის მეშვეობით. სხვა პროგრამებიც ამდაგვარად ივსება.

გაითვალისწინეთ ერთი რამ, პროქსი სერვერები შეიძლება გადავსებული იყოს ან აღარ მუშაობდეს, ამიტომ თუ ამორჩეული სერვერი არ მუშაობს და ინტერნეტში ვერ შედიხართ, ნუ გაჩერდებით მოსინჯეთ სხვა სერვერი, ეგებ და ბედმა გაგიღიმოთ.
პროგრამა რომელზეც საუბარი იყო ვრცელდება უფასოდ. ბოლო ვერსიის ჩამოქაჩვა შეგიძლიათ აქედან:

ახლა თქვენი მოგზაურობა ინტერნეტის სამყაროში შედარებით დაცული იქნება.







კითხვებით მოგვმართეთ ფორუმზე, კომენტარებში კითხვები არ მიიღება!


top.geovirt.com www.wsa.ge