YouLook.ge ჰოსტინგი - 60% ფასდაკლება

Windows XP-ს პაროლების ჩამოყრა


Poster Deleted არა ამჯერად არანაირ ხაკერობას არ განვიხილავთ! საქმე გვაქვს სტანდარტულ პროცედურასთან. ანუ ხდება სტანდარტული სიტუაცია როდესაც მომხმარებელს თავისი პროფილის პაროლი არ ახსოვს, მცდელობა ათასჯერ დამთავრდეს უარყოფითად, მაგრამ კომპიუტერი და მასზე მუშაობა კი აუცილებელია. გამოსავალი? გამოსავალი ერთი ჩანს გადააყენეთ მთლიანათ Windows XP და პრობლემაც მოხსნილია. ო ღმერთო ჩემო გაიფიქრებთ ასეთ შემთხვევაში რამდენი საათი უნდა დაიკარგოს უაზროდ. რამდენი პროგრამაა დასაყენებელი, რამდენი კონკრეტული თვისებაა შესაცვლელი, ფოსტა, ინტერნეტი, ქსელი. ვაი ვაი! მართალია ამ დროს საკმარისია შეგეძლოთ ჩამოყაროთ SAM ფაილში შენახული ინფორმაცია და მორჩა პრობლემა გადალახულია. მაგალითად რაიმე გამტეხი პროგრამა, ან კიდევ რაიმე სხვა მეთოდი ჩაქუჩისა და ბრტყელტუჩას გამოყენებით. მაგრამ შეიძლება თავი წინასწარ დაიზღვიო ანუ შექმნა სარეზერვო დისკეტა თვით სისტემის მეშვეობით იმ შემთხვევისთვის თუ პაროლი დაგავიწყდებათ ოპერაციული სისტემა Windows XP ითვალისწინებს მომხმარებლის ასეთ დახმარებას. ასეთი დისკეტა დაგეხმარებათ ჩამოყაროთ არსებული პაროლის მნიშვნელობა და შეიყვანოთ ახალი. ამ საოცარი დისკეტის სახელია – Password Reset Disk.

ამ დისკეტითა და მასზე მოთავსებული დაშიფრული ფაილი userkey.psw -ს მეშვეობით შეიძლება ზემოთ აღწერილი სიტუაციიდან გამოძრომას. ხვათა შორის ერთხელ შექმნილი დისკეტა საშუალებას გაძლევთ უცვეთად, იმდენჯერ რამდენჯერაც გჭირდებათ გამოიყენოთ ეს დისკეტა. მნიშვნელობა არა აქვს რამდენჯერ შეცვალეთ პაროლი სისტემაზე, მთავარია სისტემა იყოს უცვლელი.

გაითვალისწინეთ ერთიც, ეს დისკეტა ჩათვალეთ, რომ არის თქვენს მიერ მოფიქრებული პაროლის ანუ სეიფის უნიფიცირებული გამხსნელი, ამიტომ მე მგონი საჭირო არაა შეგახსენოთ, რომ ეს დისკეტა ცალკე მოცილებით უნდა ინახებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოფიქრებულ პაროლს მნიშვნელობა არა აქვს თქვენ სეიფის გასაღებს თუ ყველას ჩაუგდებთ ხელში მაშინ პაროლს აზრი ეკარგება. ამიტომ ეს დისკეტა ყველასაგან მოშორებით შეინახეთ და ნუ დადებთ ეკრანის წინ დიდი წარწერით ”ჩემი პაროლების ჩამოსაყრელი დისკეტა”

გვეყო ბაზარი დავიწყეთ საქმე.

დისკეტის შექმნისათვის გვჭირდება ერთი სუფთა დისკეტა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია ვწერ დისკეტა, დისკეტა მეთქი დარწმუნებული ვარ მკითხველებს შორის ერთ კაცი მაინც გამოერევა ვინც დაიწყებს საქმის კეთებას და შემდეგ აღმოაჩენს, რომ დისკეტა საერთოდაც არა აქვს :-) ამიტომ ეს არის ერთადერთი გარე ნივთი, რომელიც გვჭირდება და მოიმარაგეთ. ვხსნით Control Panel-ს და ვირჩევთ User Accaunts აქ ვირჩევთ ჩვენს პროფილს, აუცილებელია პროფილში შესვლა, რადგან userkey.psw ფაილის გაკეთება ანუ კონკრეტული მომხმარებლის პაროლის აღდგენის ფაილის გაკეთება თვით ადმინისტრატორსაც კი არ ძალუძს.

მოკლედ თუ შეხვედით თქვენს პროფილში მარცხენა მხარეს ზემოთ დაინახავთ ფანჯარას დასახელებით Related Tasks ამოირჩიეთ ამ ფანჯრიდან – Prevent a forgotten password.

უკვე ჩვეული დამხმარე ვიზარდი, საკმაოდ დამაფიქრებელი გაფრთხილებით, რომ თუ ერთხელ გაკეთდა ეს დისკეტა თქვენს პროფაილში ყველას შეეძლება ამ დისკეტის მეშვეობით შემოსვლა. თუ თანახმა ხართ დააჭირეთ Next


გამოვა მოთხოვნა გაამზადოთ და ჩადოთ დისკეტა დისკმდებში, ვეთანხმებით ვდებთ დისკეტას დრაივში და ვაჭერთ Next

შეგვყავს პაროლი რაც ახლა გვაქვს ჩვენს პროფილზე და ისევ ვაჭერთ Next

პროგრამა შექმნის ორკილობაიტიან ფაილს და ჩაწერს დისკეტაზე ისევ ვაჭერთ Next ამჯერად საბოლოოდ და ვიღებთ ფანჯარას სადაც სისტემა გვეუბნება, რომ ყველაფერი დამთავრებულია.

მორჩა სულ ეს იყო. ამის მერე ყველანაირად დაზღვეული ხარ თქვენი სკლეროზისგან.

ახლა კი განვიხილოთ როგორ გამოვიყენოთ ეს ორ კილობაიტიანი საშინელი ფაილი, რომელიც ამ დისკეტაზე ამდენი ჩალიჩის მერე ძლივს ჩავწერეთ.

როდესაც ჩაიტვირთებით და გამოვა – Welcome screen , ანუ ფანჯარა სადაც თქვენი და სხვების პროფაილებია ჩამოთვლილი თავისი პატარა სურათებით, და თუ თქვენს პაროლს შეიყვანთ არასწორედ, მაშინ სისტემა შემოგთავაზებთ დახმარებას და პატარა შეტყობინების სახით შემოგთავაზებთ ერთერთ გამოსავლად თქვენი პაროლის აღდგენისთვის ისარგებლოთ Use your password reset disk-ით. ირჩევთ ამ პუნქტს, უშვებთ კიდევ ერთ ვიზარდს, რომელიც მოგთხოვთ დისკეტას, ჩადებთ დისკეტას და შემდეგ ფანჯარაში შეგყავთ თქვენი პროფილის შესაბამისი ახალი პაროლი, რა თქმა უნდა მეორეჯერ ადასტურებთ და ბრუნდებით Welcome screen-ზე, ხელახლა ირჩევთ თქვენს პროფილს, შეგყავთ ახალი პაროლი და მორჩა თქვენ სისტემაში ხართ.

 

ჟურნალი კომპინფო






კითხვებით მოგვმართეთ ფორუმზე, კომენტარებში კითხვები არ მიიღება!



4 კომენტარი

  1. general lee ამბობს:

    “pcwinrecovery” ეს არის ლაივ სიდის კარგი გამონათება, ნებისმიერ ვინის ანგარიშს ხსნის პაროლს. მაგრამ არალიცენზირებული :( (თუ ლიცენზიას იშოვით ვინმე იქნებ დამეხმაროთ:P)

დატოვეთ კომენტარი

თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია რათა დატოვოთ კომენტარი.


top.geovirt.com www.wsa.ge